Thursday, December 20, 2012

ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში“ (XXს–ის 20–30–იანი წლების ქართული მწერლობა.)


პროექტი–ქართულ  ლიტერატურაში
1პროექტის  სახელწოდება–,,ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში“
(XXს–ის 20–30–იანი წლების  ქართული  მწერლობა.)

2.პროექტის მიზანი–მოსწავლეებმა  შეძლონ XX ს–ის 20– 30 –იანი წლების მწერლობის გაცნობა, ძირითადი მახასიათებლების  შესწავლა , შექმნილი ვითარების შეფასება და დაკავშირება თანამედროვეობასთან.
3.წინარე ცოდნა–აღნიშნულ ეპოქაში გატარებული რეპრესიები.
4.მნიშვნელობა–აქტუალობა–ეს სასწავლო პროექტი აქტუალური იქნება ეპოქის მახასიათებლების,წარსულისა და მწერლობის ისტორიის შესასწავლად,თანამედროვე ეპოქასთან  მსგავსება–განსხვავების  აღმოსაჩენად.
5.მოსალოდნელი შედეგი–მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება–გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა როგორც ზეპირად, ასევე  წერილობითაც; გაიცნობენ და შეისწავლიან  XX ს–ის 20–30–იანი წლების მწერლობას. აუდიტორიის წინაშე  აკეთებენ პრეზენტაციას.
6.პროექტზე მუშაობის ეტაპები
1.მოიპოვონ ინფორმაცია XX ს–ის 20–30–იანი წლების მწერლობის მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ;
2.მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული წლების ისტორიულ სინამდვილეზე.
3.გაანალიზებენ, დაახარისხებენ ინფორმაციას და გააკეთებენ დასკვნებს და წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე;
7.დროის ხანგრძლივობა:2 თვე
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები: სახელმძღვანელო,  მხატვრული ლიტერატერა, ციფრული ტექნოლოგიები.
              ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:mchankotaze24@gmail.com

No comments:

Post a Comment